пятница, 14 мая 2010 г.

ჩვენი დროის გმირები

1. პროექტის სახელი: ჩვენი დროის გმირები

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა უნდა შეაგროვონ ინფორმაცია 21–ე საუკუნის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების შესახებ.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს. თითოეული ჯგუფი იმუშავებს თითო ამორჩეულ გმირზე. მათ შესახებ მოიძიებენ ინფორმაციას: ბიოგრაფიულ ცნობებს ,დეტალებს მათი გმირობის შესახებ, ფოტოებს, ინტერვიუებს ახლობლებისგან.
დაწერენ ჩანახატებს და შექმნიან ფოტოალბომებს, მოამზადებენ საპრეზენტაციოდ კლასში. მასალებს განათავსებენ ინტერნეტში, რათა წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე.

4.მონაწილეთა ასაკი: 12–16 წელი

5. ვადების ხანგრძლივობა: 1 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, პუბლიკაციებიდან. შეხვედრა ახლობლებთან და ინტერვიუს აღება, ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება და ალბომების შექმნა, მასალების ინტერნეტში განთავსება დაბლოგების შექმნა.

7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოუმუშავდებათ უნარები: კვლევაში, ინტერვიუს აღებაში, მეტყველებაში, დაინტერესდებიან სამშობლოს ისტორიით.
გაიღრმავებენ უნარ–ჩვევებს ურთიერთთანამშრომლობაში, კვლევაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.
შეგროვდება და აიკინძება მასალები ომში დაღუპული ქართველი გმირების შესახებ. შეიქმნება ფოტო და ვიდეო ალბომები, ბლოგები, ჩატარდება შემოქმედებითი პრეზენტაციები.

8. სარგებელი სხვებისთვის: ინფორმაცია ამ ადამიანების გმირობის შესახებ, მათი პიროვნების შესახებ მისაწვდომი იქნება, მათი გმირობის მაგალითი მოსწავლეებში გაამძაფრებს სამშობლოს სიყვარულის გრძნობას.


9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან კავშირი: ქართული ენა–ლიტერატურა, ისტორია

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: გულიკო ერქომაიშვილი

12. პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: guliko.erqomaishvili@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.gulikoerqomaishviliblogspotcom-guliko.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий